აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ ინფორმირებულია.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა განაცხადა, რომ თუ ევგენი პრიგოჟინის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დადასტურდება, არავის არ უნდა გაუკვირდეს.
“ჩვენ ვნახეთ ანგარიშები. თუ დადასტურდა, არავის არ უნდა გაუკვირდეს. უკრაინის დამღუპველმა ომმა მიგვიყვანა კერძო არმიის ლაშქრობამდე მოსკოვისკენ და ახლა, როგორც ჩანს, აქამდე“, – აღნიშნა საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განცხადებაში.