რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი, აშს-ის ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი სოციალურ ქსელში პრიგოჟინის გარდაცვალებას ეხმაურება და წერს:
“პრიგოჟინმა თავისი ამბოხებით დაამცირა პუტინი. პრიგოჟინის გარდა ყველას ესმოდა, რომ პუტინს საბოლოოდ შურისძიება სურდა. როგორც ჩანს, მან ეს დღეს გააკეთა. მაგრამ თუ მეგობრების მოკვლა მოგიწევთ, ეს ნამდვილად სიძლიერის ნიშანია?”, – წერს მაკფოლი.