რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ტვერში პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
“სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაიწყო Embraer-135 თვითმფრინავთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის გარემოებებისა და მიზეზების გამოძიება;
თვითმფრინავი ეკუთვნოდა შპს MNT-Aero-ს, რომელიც სპეციალიზირებულია ბიზნეს ტრანსპორტირებაში;
თვითმფრინავი მიფრინავდა მარშრუტით: მოსკოვი – სანკტ-პეტერბურგი. ბორტზე შვიდი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა;
კომისიამ დაიწყო ფაქტობრივი მასალების შეგროვება ეკიპაჟის მომზადების, თვითმფრინავის ტექნიკური მდგომარეობის, ფრენის მარშრუტზე მეტეოროლოგიური მდგომარეობის, დისპეტჩერიზაციის სამსახურისა და სახმელეთო რადიოტექნიკის მუშაობის შესახებ;
სპეციალისტებს ასევე მოუწევთ ბორტზე ობიექტური კონტროლის საშუალებების მოძიება „შავი ყუთის“ ჩანაწერების შემდგომი გაშიფვრისა და ანალიზისთვის”.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა
გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, “ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.