ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მასშტაბური პროტესტი – ბოიკოტს უკვე 400-ზე მეტი კინემატოგრაფისტი შეუერთდა

“მიტაცებული კინოცენტრის დამოუკიდებლობის დასაცავად გამოცხადებულ ბოიკოტს” კინოს სფეროში მომუშავე სხვადასხვა პროფესიის 400-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა.

“ეს რიცხვი მეტყველებს კინოს სექტორში არსებული მასშტაბურ პრობლემაზე, რომლის გადასაჭრელადაც კულტურის სამინისტროს არ გადაუდგამს არც ერთი ქმედითი ნაბიჯი.

400-ზე მეტმა კინემატოგრაფისტმა უნდობლობა გამოვუცხადეთ კინოცენტრის არალეგიტიმურ მმართველობას და მივმართეთ ქართული კინოს ისტორიაში პროტესტის უპრეცედენტო ფორმას. მოვითხოვთ, კინოცენტრის დირექტორი იყოს არჩეული სფეროს წარმომადგენლების მიერ“, – ამბობენ ისინი.

შეგახსენებთ, რომ კინოს სფეროს წარმომადგენლებმა ეროვნულ კინოცენტრს ბოიკოტი 21 აგვისტოს გამოუცხადეს. ისიინი ცენტრის დირექტორის პოზიციის არჩევითობას ითხოვენ.

იტვირთბა....