ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა – უკრაინა თავისი ტერიტორიებით და ხალხით არ ვაჭრობს, წერტილი! – ზელენსკი

რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

“უკრაინამ აჩვენა, რომ საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისას ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითობა არ არის. ეს დამსახურებულია, ეს ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერაა… უკრაინული ძალები ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევენ.

ვინც რაც არ უნდა თქვას – წინ! ხოლო როდესაც რუსეთი უკან იხევს დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მაშინ უბრალოდ თვალებს ხუჭავს ამაზე, თავის სისუსტეზე.

იმავენაირად რუსულ საზოგადოებას შეუძლია თვალები დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან უკან დახევაზეც”, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....