ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ყირიმის დეოკუპაცია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა გლობალური უსაფრთხოების წინაპირობაა” – დუდა

“ყირიმის დეოკუპაცია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა გლობალური უსაფრთხოების წინაპირობაა” – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტზე სიტყვით მიმართვისას.

არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ყირიმის ოკუპაცია მხოლოდ რეგიონული პრობლემაა. ეს გლობალური პრობლემაა. თუ ჩვენ ეს პრობლემა ერთად არ გადავწყვიტეთ, ძალაუნებურად დავეთანხმებით ახალ უსაფრთხოების არქიტექტურას, რომელიც რუსეთის მიერ ჩვენთვის თავსმოხვეულ ძალის კანონზეა დამოკიდებული. ამიტომ, ყირიმის დეოკუპაცია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა არის არა უბრალოს აზოვის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, არამედ ასევე გლობალური უსაფრთხოების წინაპირობა”

იტვირთბა....