გუშინ ღამით, ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა იგნატოვას მეზობელი მძევლად აიყვანა, მხატვარი და მისი ქმარი ზაზა ციციშვილი ჯერ დაჭრა, შემდეგ კი, ნაძარცვი წაიღო.
ქეთევან იგნატოვას და ზაზა ციციშვილის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და ისინი სახლში არიან. დაზარალებულთა შვილის თქმით, იგნატოვას ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ხოლო ციციშვილს – ორი.
დაზარალებულებმა მომხდარის შესახებ პოლიციას გუშინ ღამითვე აცნობეს. მათ მთელი დღის განმავლობაში კითხავდენ.
ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ ქეთევან იგნატოვამ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც აღწერდა თუ როგორ შემოიპარა უცნობი ადამიანი მათ სახლში:
“აი, ახლა, რამდენიმე წუთის წინ, ფანჯრიდან მეორე სართულზე ამოძვრა ვიღაც კაცი, ჩაბნელებული სახლი დაიარა, გზა და გზა რაც ხელში მოხვდა, ჯიბეებში ჩაიდო და გზად, სიბნელეში დასაძინებლად გზად ოთახში მიმავალ ზაზას შეეჯახა, კისერზე დანა მიადო… ზაზამ მოპარული ნივთები დააბრუნებინა და მეორე სართულის ფანჯრიდან ამოსული, კარიდან გააცილა, მერე კი მე და ლიზა გაგვაღვიძა და ეს ამბავი მოგვიყვა. გვიანი დროის მიუხედავად, არ შემეძლო არ გამეზიარებინა! ახლა დასამშვიდებელი უნდა დავლიო.”