ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მედვედევის მაპროვოცირებელი განცხადების მიუხედავად, საქართველოს უკრაინიზაციას არ დავუშვებთ – გურამ მაჭარაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა.

მაჭარაშვილის თქმით< მედვედევის განცხადება შეურაცხმყოფელია, მაგრამ საქართველო პროვოკაციას არ წამოეგება.

„საქართველოს უკრაინიზაციას, ჩვენ აქ არ დავუშვებთ. მიუხედავად იმისა, როგორი მაპროვოცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, მედვედევი იქნება ეს, რუსეთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირი, თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დავგმობთ, ჩვენ ამას შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით იმ პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. დეოკუპაციის პროცესი უნდა მოხდეს მშვიდობიანად. ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და ამაში საერთაშორისო სასამართლოები მოგებული გვაქვს და ა.შ. ეს ფაქტები მოქმედებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს მშვიდობიანი პოლიტიკა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მედვედევის განცხადებას გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....