ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2008 წელს ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომზე ისაუბრა.

მისი თქმით, რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უპასუხისმგებლო ქმედებები, 15 წლის წინ ომი არ იქნებოდა.

„15 წლის წინ არანაირი ომი არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის და მისი მხარდამჭერების უპასუხიმგებლო და დანაშაულებრივი ქმედებები. ეს არარაობაა აღმოჩნდა დასავლეთისთვის იდეალური ხელთათმანი, რომლითაც არ დატოვეს საკუთარი თითის ანაბეჭდები და დარჩნენ დაუსჯელები. მახსოვს ჯერ კიდევ 2004 წელს, ამერიკაში ვიზიტის დროს, ჯორჯ ბუშის ნათქვამი, ეს ახალგაზრდა მიშა საქართველოდან როგორი კარგი ბიჭია. ვიცხოვრებთ და ვნახავთ ასეთი იყო ჩემი პასუხი“, – აღნიშნა მედვედევმა.

იტვირთბა....