გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე უკრაინული დრონებით თავდასხმებს გამოეხმაურა.
მან მომხდართან დაკავშირებით, უკრაინული მხარე გაამართლა და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლის შესაბამისობაშია.
“რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა” – განაცხადა ბერბოკმა.
მისი თქმით, რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბევრჯერ დაესხა თავს. ამიტომ “უკრაინა იცავს თავს საერთაშორისო სამართლი საზღვრებში.”