ბათუმში, ასათიანის ჩიხში ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ერთს – ავტომანქანით დაეჯახნენ.
არსებული ინფორმაციით, ისინი ერთ-ერთ სახელოსნოში მუშაობდნენ, სადაც დაპირისპირება საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო.
კონფლიქტის დროს, ერთ-ერთმა პირმა რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილები ასათიანის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოს თანამშრომლები არიან.
“კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს იცნობდნენ. ადგილზე ახლა სამართალდამცველები მუშაობენ.