გეგელია სეისმოლოგ თეა გოდოლაძის მიმართ “ოცნების” მიერ დაწყებულ გაშავების კამპანიას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმით არის განპირობებული, რომ ხელისუფლებას ეშინია მხილების.
“საქმე გვაქვს შეშინებულ ხელისუფლებასთან, რომელმაც იცის, რომ ის არის დამნაშავე, რომელმაც იცის, რომ ის არის პასუხისმგებელი და რომელმაც, როგორც ჩანს, ნახა კვლევებით, რომ ხალხი ელის პასუხს – რომ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი და რომ ვერ გექცევიან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.
ამიტომ არის სწორედ, რომ ბოლო დღეებში დაიწყეს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ კამპანია, რადგან ჩვენ ვართ აქტიური პარტია, რომელიც პირველი დღიდან ითხოვს ადეკვატურ გამოძიებას, ითხოვდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას.
ხელისუფლებას, რომელიც არის თხემით ტერფამდე კორუფციაში ჩართული, ეს ყველაფერი ესახებათ აპოკალიფსად. ქურდს ქუდი ეწვისო. ეშინიათ, იმიტომ, რომ იციან, რა აქვთ გაფუჭებული ქვეყანაში, იციან, რამდენი აქვთ მოპარული.
ქალბატონო გოდოლაძე არის აქტიური კრიტიკოსი იმ მკვლელი გულგრილი იდეოლოგისაა, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, ის პოლიტიკური სარჩულის გარეშე საკუთარ საქმეს ასრულებს პირნათლად. იმიტომ, რომ მან თქვა სიმართლე, მისი პირადი ცხოვრება გახდა ზოგიერთი არხის „ექსკლუზიური განხილვის“ საკითხი,“ – ამბობს გეგელია.