ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლება იწყებს იმ ადამიანის გაშავებას, რომლის კრიტიკასაც სახიფათოდ თვლის – ბობოხიძე

“ევროპული საქართველოს” წევრი აკაკი ბობოხიძე
თეა გოდოლაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რუსული მეთოდებით უსწორდება კრიტიკოსებს.

“ტიპური რუსული მმართველობაა, რომ შენ არ ამბობ, რომ კარგი ხარ. ამბობ, რომ ყველა ცუდია და თუ ყველა ცუდია, მაშინ ცვლილებებს უბრალოდ აზრი არ აქვს. ისვრის ტალახს ყველგან ყველა მიმართულებით. მთავარია, რომ ადამიანები მიეჩვივნენ ტალახში გორაობას.

თეა გოდოლაძის რა გვიკვირს, ადამიანი, რომლის სურათებიც დაიდო, როგორ გამოყავდა დისშვილი, იმის გაშავებაც კი დაიწყეს, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ტალახში კი არა შოვში თუ იყო. ჩვენი ხელისუფლება ახალს არაფერს იგონებს, უბრალოდ, ცუდია, რომ ცუდ გამოცდილებას იყენებს მმართველობის მეთოდებად,” – ამბობს აკაკი ბობოხიძე.

იტვირთბა....