რუსმა ოკუპანტებმა ახალუბანში მცხოვრები 2 მწყემსი უკანონოდ გაიტაცეს – ინფორმაციას დავით ქაცარავა ავრცელებს:
“დღეს ახალი გატაცება მოხდა სოფელ ახალუბნის
მიმდებარედ – რუსმა ოკუპანტებმა ჩვენი ორი მოქალაქე გაიტაცეს, თამაზ ფსიტიძე და შალვა პეტრიაშვილი.
ამ გატაცებას ჯერჯერობით არცერთი ძალოვანი უწყება არ ადასტურებს.
თბება ურთიერთობა რუსეთთან, აბა რაა…
როგორ არის, “სტრატეგიული ჩადჟმის,” უკაცრავად, თმენის პოლიტიკა აქვს არჩეული ამ მთავრობას, ხო?”.