ანალიტიკოსი გი ხუხაშვილი თეა გოდოლაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
“პოლიტიკოსებს და თუნდაც მე რომ ცილს მწამებენ, მლანძღავენ, მიუღებელია, მაგრამ გასაგებია, რომ ოჯახები ყავთ სარჩენი და ორ შაურად იყიდებიან. აბა წესიერი საქმის კეთება არც იციან და შესაბამისად არც არავის ჭირდება.
აი, ქალის პირად თემებზე ასეთი მონდომებით რომ ლაზღანდარობენ, გაგებაც კი შეუძლებელია, რა ხდება ასეთი არსებების, რბილად რომ ვთქვათ, არაჯანსაღ თავებში…“ – წერს გია ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ერთ-ერთიი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურამ თეა გოდოლაძეს ბრალი წარუდგინა 126 პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორს 2 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.