ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში – ნაპოვნია 18 ცხედარი

საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც რამდენიმე დღეა ქვეყანა ტყის ხანძარს ებრძვის, 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს – ინფორმაციას Reuters საბერძნეთის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულები, სავარაუდოდ, მიგრანტები იყვნენ.

“იმის გათვალისწინებით, რომ მიმდებარე ტერიტორიებიდან გაუჩინარების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა, სავარაუდოა, რომ ესენი იყვნენ ქვეყანაში არალეგალურად შემოსული ადამიანები“, – აცხადებენ სახანძრო სამსახურში.

ცხედრები სოფელ ავანტასის სამხრეთით აღმოაჩინეს. Reuters-ის ცნობით, საბერძნეთის რეგიონი, სადაც ცხედრები იპოვეს, თურქეთიდან საბერძნეთისკენ მიმავალ მიგრანტებში პოპულარული მარშრუტია.

19-20 აგვისტოდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ათობით ხანძრის კერა გაჩნდა, რის გამოც ათასობით მაცხოვრებელი ევაკუირებულია.

იტვირთბა....