“გირჩის” დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი შოვის ტრაგედიის დროს არასათანადო რეაგირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდის მხრიდან თავის გამართლების მცდელობები მისთვის მიუღებელია.
“იქ, რომ აღმოჩენილიყო რომელიღაც მაღალჩინოსნის ახლობლები, სრულიად სხვაგვარად მოიქცეოდნენ, დარწმუნებული ვარ. არათუ ვერტმფრენი მიფრინდებოდა, უცხოპლანეტელებსაც ჩამოიყვანდნენ, თუ საჭირო იქნებოდა.
არასწორად იქცეოდა ხელისუფლება და ზოგადად, არგუმენტი, რომ იქ ყველა დაიღუპებოდა და შანსი არ გვქონდა, უბრალოდ გარკვეულწილად ამორალურიც არის, მაშინ, ყველა ტრაგედიის დროს უნდა შევეშვათ, რაც დაიღუპა, დაიღუპა, რატომ უნდა ვეხმარებოდეთ ადამიანებს,“ – ამბობს რაქვიაშვილი.