უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის თქმით, ყირიმის დაბრუნება უკრინას სამხედრო გზით მოუწევს, რადგან სხვა გამოსავალი არ არის:
„ჩვენ ყირიმს გავათავისუფლებთ. დიდი ალბათობით, ეს მოხდება სამხედრო გზით, თუ აგრესორ ქვეყანას ამ დროისთვის არ ესმის, რომ მან უნდა დატოვოს ჩვენი ტერიტორია, სხვა გზა არ გვაქვს.
მხოლოდ რუსეთის ყირიმის ტერიტორიიდან განდევნით გავიგებთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს ექნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
რთული იქნება? დიახ, რთული იქნება. ფარულად შეეცდებიან დაგვიყოლიონ? დიდი ალბათობით, შეტყობინებებს გამოაგზავნიან“, – განაცხადა დანილოვმა.