ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამ დროის მონაცემებით, 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა რიცხვი 29-მდეა გაზრდილი, მაშველები კიდევ 4 პირს ეძებენ.

“ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველების მიერ კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 29 ცხედარი და საძიებო სამუშაოები 4 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნი 29 ცხედრის გარდა, 4 დაკარგულს, მათ შორის ბავშვებს, ამ დრომდე ეძებენ

იტვირთბა....