ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართველების საყურადღებოდ! ვრცელდება ინფორმაცია ახალი კერების შესახებ” – საბერძნეთში საქართველოს საელჩო საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საბერძნეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს და იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ აფრთხილებს:

“საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

საბერძნეთის საგანგებო მდგომარეობების სამსახურის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ხანძრების ახალი კერების წარმოქმნის შესახებ:

Aspropyrgo
Elefsina
Plaka #Dikella #Makris & #New_Chile
Βοιωτία / Viotia
Κύθνος / Kithnos
Ίασμος / Iasmos
საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +306952220000.

აქვე გაცნობებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს:

საგანგებო და გადაუდებელი მდგომარეობისას ცხელი ხაზი – 112, საბერძნეთის პოლიცია – 100, სახანძრო სამსახური – 199, სასწრაფო დახმარება – 166”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

იტვირთბა....