ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არ უნდა არსებობდეს “მოწმე”, რომელიც იტყვის სიმართლეს, საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო – ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ” – ნიკა მელია

დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ეს ხდება სწორედ იმის ფონზე, როდესაც გოდოლაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.

აღნიშნულ ფაქტს ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

“შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინფორმაციის დამალვისა და “სხვა რეალობის” შექმნის პროცესში, ოცნების პროპაგანდა საკუთარ ფსკერსაც კი ჩაცდა.

არ უნდა არსებობდეს “მოწმე”, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ იბრძოლა სიცოცხლისთვის და ისე გადარჩა…ან თუ არსებობს უნდა “გააშავონ”.

არ უნდა არსებობდეს მეცნიერი, რომელიც იტყვის სიმართლეს, რომ სტიქიის არა, მაგრამ ამხელა მსხვერპლის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ახლა ცდილობენ თეა გოდოლაძის გაშავებას, რომ შეცვალონ რეალობა.

საბჭოთა კავშირიც ასეთი იყო – ჩერნობილის კატასტროფასაც ასე მალავდნენ…

თუმცა, რაც უფრო აგრესიულად ეცდებიან სიმართლის მთქმელების “გაშავებას”, უფრო დარწმუნდება საზოგადოება, რომ მართლაც, არც თუ ცოტა აქვთ დასამალი..” – წერს ნიკა მელია.

იტვირთბა....