ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ასე მუშაობს მანკიერი სისტემა, როგორც კი ადამიანი დისკომფორტს შეუქმნის, პროკურატურა თაროზე შემოდებულ საქმეს მტვერს გადაწმენდს” – გია ხუხაშვილი

დღეს რუსთავი 2-მა სეისმოლოგ თეა გოდოლაძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ის ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. ეს ხდება სწორედ იმის ფონზე, როდესაც გოდოლაძე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აქტიურად საუბრობდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გოდოლაძის “გაშავებას” სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“ასე მუშაობს მანკიერი სისტემა:

პროკურატურის თაროებზე ათასობით ასეთი ე.წ. საქმე დევს, რომელსაც წლების განმავლობაში მტვერი ედება სამართლებრივი უპერსპექტივობის გამო.

როგორც კი ადამიანი დისკომფორტს შეუქმნის სისტემას, პროკურატურა გადაწმენდს მტვერს და გაააქტიურებს ერთადერთი მიზნით – შეაშინოს, დათრგუნოს და ენა ჩააგდებინოს.

ეს იმათთვის დავწერე, შოვის ტრაგედიის გამოძიების შსს-დან პროკურატურაში გადატანას რომ ითხოვენ…ვითომ ეს რამეს შეცვლის…” – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....