ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექტემბრიდან საქართველოში საწვავზე ფასები იზრდება? – რას აცხადებენ ეკონომისტები

სექტემბრიდან საქართელოში საწვავის ფასი იზრდება. ეკონომისტების ვარაუდით, მატება 15-25 თეთრი იქნება. როგორც ექსპერტები აცხადებენ, გაძვირების მიზეზი რუსულ ბაზარზე მიბმა და სავალუტო კურსის პრობლემაა:

“ხდება ისე, რომ საწვავზე ფასები გაზრდილია – რუსეთმა ექსპორტი შეამცირა, ამიტომ ჩვენი ბაზარი, რომელიც დამოკიდებული იყო საწვავის მხრივ 80%-ით რუსეთის ბაზარზე, ცხადია, რომ საქართველოშიც დაიწყება ფასების აწევა. გვქონდა პროგნოზი, რომ სექტემბერში კიდევ ველოდებით 15-25 თეთრით საწვავზე ფასების მატებას. ერთადერთი გამოსავალი აქ არის ის, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ნავთობპროდუქტების სააგენტო, სადაც დასაქმდება პროფესიონალები და არა ნეპოტიზმით, ბიძაშვილ-მამიდაშვილებს ჩართავენ შიგნით, ამის შემდეგ შეიძლება ფასების დარეგულირებაც და კონკურენციის გაზრდაც,“ – განაცხადა ნიკა შენგელიამ.

“ვინაიდან ვახდენთ ქვეყანაში ნავთობის იმპორტს, რომლის ღირებულება განისაზღვრება დოლარში, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ნავთობის ფასი, ისე მისი ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა – ღირებულება განისაზღვრება დოლარში. შესაბამისად, სანამ საქართველოში არ მოხდება სავალუტო პრობლემის გადაჭრა და იქნება ტურბოლენტური ვალუტის კურსი, რომელიც წარმოქმნილია არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, იქამდე გვექნება რყევები ფასთან მიმართებაში,“ – ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.

იტვირთბა....