გუშინ ზურაბ ქადაგიძემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოსკოვი-თბილისის რეისზე იმყოფებოდა.
ხაზარაძემ ქადაგიძის ბრალდებას გუშინვე უპასუხა.
აღნიშნულ ამბავს ასევე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.
მან ხაზარაძის „სქრინშოტი“ გამოაქვეყნა და დაწერა:
„ავად არის ამის დამდებიც, დამჯერებელოც და დამლაიქებელიც.
მართლა როგორ არ გიტყდებათ ამ სამარცხვინო პუტინისტურ არხზე მუშაობა?
პ.ს. გადაადგილების მარშრუტი, ბათუმი-თბილისი-გერმანია ✅️“