ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი… ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ?” – ხაზარაძე ბრალდებას პასუხობს

პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე “ხალხის ძალის” წევრის, ზურაბ ქადაგიძის ბრალდებებს სოციალურ ქსელში პასუხობს. ქადაგიძემ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ხაზარაძე მოსკოვი-თბილისის რეისზე იმყოფებოდა.

“გუშინ საღამოს ბათუმიდან ჩამოვფრინდი თბილისში, დილით გერმანიაში გამოვფრინდი.
ყველგან მოსკოვი როგორ გელანდებათ? ეს ბათუმის ბილეთები. თუ გინდათ, სელფსაც დაგიდებთ გერმანიის ლამაზი ხედებით, იქნებ მოსკოვისგან გაარჩიოთ. წარმატებები გეოგრაფიაში TV IMEDI”, – წერს მამუკა ხაზარაძე.

იტვირთბა....