უკრაინელი სამხედროები ჩერნიგოვზე რუსეთის თავდასხმას პასუხს გასცემენ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. რუსეთმა ბალისტიკური რაკეტით ჩერნგოვის ცენტს გუშინ, დაახლოებით 11:30 საათზე დაარტყა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა შვიდი და დაშავდა 148 ადამიანი
“სარაკეტო დარტყმა ქალაქის ცენტრზე განხორციელდა და ეს ფერისცვალების დღესასწაულზე მოხდა, მართლმადიდებელ დღესასწაულზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეომრები რუსეთის ამ ტერაქტს პასუხს გასცემენ, საგრძნობ პასუხს“, – განაცხადა ზელენსკიმ.