[su_quote]დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს – ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…
ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…[/su_quote]
ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ შოვში სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძეს გული ატკინა.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა. მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კობახიძემ ნათქვამის გამო სინანული გამოხატა.