“ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით ჯელაძეზე გაკეთებულ განცხადებას ნანობს – ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მმართველი გუნდის ლიდერმა აღნიშნა, მან შოვის სტიქიის დროს გადარჩენილი ჯელაძე მოინახულა:
“მქონდა სატელეფონოი საუბარი დათო ჯელაძესთან, შემდეგ შევხდი მას. გულიანი რაჭველი კაცია. დეტალურად გაიხსენა ის სტორია, რაც გადახდა მას, წარმოუდგენელი ისტორიაა, თავის თავს აჯობა, ისეთი გზა გაიარას მან თავის დისშვილთან ერთად.
სინანული მინდა გამოვხატო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე” – განაცხადა კობახიძემ.