ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

რექტორის და თვითმმართველობის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა (ვიდეო)

თსუ-ს რექტორმა, ლადო პაპავამ დაასრულა შეხვედრა მის კაბინეტში შევარდნილ თვითთმართველობის წევრებთან. როგორც ლადო პაპავამ ჟურნალისტებთან განაცხადა,  მათთან მოლაპარაკების რეჟიმი ისევ გაგრძელდება. თვითმართველობასთან შეხვედრაზე იყო „საიას „ხელმძღვანელიც, ანა ნაცვლიშვილი. თვითმმართველობის წევრებმა რექტორის კაბინეტი გაათავისუფლეს და დაიკავეს მხოლოდ აკადემიური  საბჭოს ოთახი. ისინი ოთახის დატოვებას არ აპირებენ და შიმშილობას იწყებენ.

„ადამიანებს, რომლებიც არ არიან არც სტუდენტები, არც თანამშრომლები, მოვითხოვ პატივისცემით მოეპყრან უნივერსიტეტს და დატოვონ ტერიტორია.

თვითმართველობის წევრებთან ვიმსჯელე. გადაგომას არ ვაპირებ, მათაც ავუხსენი სიტუაცია. ისინი მიმართავენ იმ ფორმას, რაც შეარჩიეს და აკადემიური საბჭოს ოთახში რჩებიან. მათზე ზეწოლა დაცვის სამსახურის, ან პოლიციის მხრიდან არ განხორციელდება. მათ არავინ არ დაარბევს.“ – განაცხადა ლადო პაპავამ.

რექტორის განცხადებით, აკადემიური საბჭოს ოთახში, სადაც  თვითმმართველობის წევრები  არიან მოთავსებული, უახლოეს დღეებში სხდომა არ არის დაგეგმილი, ამიტომ უნივერსიტეტს ხელი არ შეეშლება.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის წევრები ლადო პაპავას გადადგომას მოითხოვენ.

იტვირთბა....