ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გამო სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ავრცელებს ინფორმაციას:
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია. სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები” – ნათქვამია განცხადებაში.