ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს” – რომან გოცირიძე

[su_quote]როგორ ბედავენ, როგორც ჰყოფნით თავხედობა, რატომ არიან ამდენად უზნეოები, რომ ვერეს ტრაგედიის შემდეგ კვლავ თავის გამართლებასა და ასე უტიფრად ლაპარაკს ბედავენ – როდესაც 11 წელი ვერტმფრენზე ლაპარაკობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს.

ისეთ შემთხვევაში, როცა სტიქიის თავიდან აცილება შეუძლებელია, შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება – რომ ყოფილიყო წინასწარი გაფრთხილების მექანიზმები, მონიტორინგი, სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით დაკვირვება, ადამიანების გადარჩენა 10-15 წუთის საქმე იქნებოდა.

11 წელი გავიდა და ისევ ვერტმფრენებზე ვლაპარაკობთ – რიგში ვდგავართ და ვერტმფრენი 2024 წელს იქნებაო. ვის გაუგია რიგი საბაზრო ეკონომიკაში და თუ რაღაცაზეა რიგი და ეს სპეციალური აღჭურვის აპარატია, რატომ არ დაიჭირეს რიგი აქამდე?![/su_quote]

განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია “ევროოპტიმისტების” წევრმა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....