ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ ამ ტრაგედიის შემდეგ “ოცნება” საგამოძიებო კომისიის ჩაგდებას გაბედავს, ეს ძალიან დიდი მათ მორალური და პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეთ – გოცირიძე

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახლა მთავარი თემა შოვის ტრაგედია და მასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ითხოვს, საზოგადოებას მომხდართან დაკავშირებით პასუხები ჰქონდეს, სახელისუფლებო გუნდი კი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

საკითხს გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძეც, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ თუ შეეცდება “ოცნება” რომ კომისია არ შეიქმნას, ეს დიდი მორალური და პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეს:

“თუ ამ ტრაგედიის შემდეგ, კვლავ გაბედავენ და დაარღვევენ კონსტიტუციას და სხვადასხვა მანიპულაციებით არ გაივლიან რეგისტრაციას და ფაქტობრივად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს იქნება პირდაპირ იმის მამტკიცებელი საბუთი, რომ ამ შემთხვევაშიაც საქართველოს ხელისუფლება არის დამნაშავე. არასდროს, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში, არ ყოფილა არცერთი გახმაურებული საქმე, რომ ჩვეულებრივ გამოძიებას, ანუ პროკურატურას, მიეღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

გაბედავენ კომისიის ჩაგდებას? მათ ეს უნდა დაუჯდეთ ძალიან ძვირი. მათ უნდა გადაიხადონ ძალიან დიდი მორალური და პოლიტიკური ფასი” – განაცხადა გოცირიძემ.

იტვირთბა....