ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები თავის დროზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს შსს-დან აქვთ გატანილი. მინისტრის განმარტებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ჩანაწერებს დღეს შანტაჟისთვის იყენებენ:
,,დასკვნა, რომელიც ახლა შემიძლია გავაკეთო, არის შემდეგი – რაც ყოველთვის მეფიქრებოდა, რომ აღნიშნული ჩანაწერები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ თავის დროზე შსს-დან გატანილი, ან არ ვიცი, შეიძლება მათ ეს თავიდანვე უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული და ეს ადამიანები დღეს ამ ჩანაწრებს შანტაჟისთვის იყენებენ”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე პრემიერი დარწმუნებულია, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დანაშაულშია ჩართული ან სურს ჩაერთოს. ქუმსიშვილი დარწმუნებულია, რომ ჩანაწერები 2012 წლამდეა გაკეთებული.