ტელეკომპანია „მაესტროს“ გაკოტრების საქმე შეწყდა. მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილი კრედიტორთა საბჭოს სხდომაზე გახდა.
ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის მზად არის კრედიტორებს ვალდებულებები გაუსტუმროს. მისი ადვოკატის, ირაკლი კორძახიას განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძემ წარმოადგინა შესაბამისი საბუთები, რომლის მიხედვითაც „მაესტრო“ გადახდისუნარიანია.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, “მაესტროს” კრედიტორთა სხდომა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.
“ბიზნესკონტაქტი”