ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გახარიას გუნდს დაავალეს, რომ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონ” – ბოკუჩავა

შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას გახარიას გუნდმა მხარი არ დაუჭირა. როგორც პარტიის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განმარტა, კომისიის შექმნა პოლიტიკური ისტერიის მწვავე გაგრძელება იქნება და შედეგს ვერ გამოიღებს.

აღნიშნულ განცხადებას ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ არსებობს საკითხები, რომელთა თაობაზეც გახარიას, როგორც მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს, შეიძლება კითხვებისთვის პასუხების გაცემა მოუწიოს.

“საგამოძიებო კომისიისთვის მხარის დაჭერას ყველა ოპოზიციური პარტია აპირებს, გარდა ერთისა.

სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვებისთვის პასუხის გაცემაზე მეტად იმაზე ღელავდნენ, იმ პერიოდში, რომელიც საგამოძიებო კომისიის კვლევის საგანი შეიძლება გახდეს, მათი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელი გიორგი გახარია პრემიერმინისტრი იყო.

თუ ეს არის მათი მთავარი წუხილი, ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან მნიშვნელოვანია დადგინდეს სიმართლე მათ შორის იმისთვის, რომ ქვეყანა ასეთი ტიპის კატასტროფასთან დაკავშირებით უკეთ იყოს აღჭურვილი.

პირადი წუხილების გამო, პარლამენტში გიორგი გახარიას გუნდის მიმართ გაცემულია დავალება, რომ მათ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირონ.

ესა თუ ის დეპუტატი სწორედ ამ ინტერესიდან უნდა ამოდიოდეს. გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრები პარლამენტში უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მათ ხელში პარლამენტის საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იტვირთბა....