მოსკოვში კიდევ ერთმა აეროპორტმა შეაჩერა მუშაობა. ამჯერად “ვნუკოვოს” აეროპორტი დაიხურა გაურკვეველი დროით. რუსული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, სავარაუდოდ, დრონებით შეტევაა.
“ვნუკოვოში 09:40 საათიდან შემოღებულ იქნა დროებითი შეზღუდვები თვითმფრინავების მიღებასა და გაშვებაზე. უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი ფრენა გადამისამართდა მოსკოვის საავიაციო ჰაბის სხვა საჰაერო ნავსადგურებში“, – განაცხადეს აეროპორტში.
საჰაერო სივრცე დაკეტილია არა მხოლოდ ვნუკოვოს, არამედ კალუგის აეროპორტის თავზეც.