ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას” ადამიანები არ უყვარს, ერთადერთი, რაც მათ უყვართ არის ფული, ფული და ბევრი ფული” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატის სერგო ჩიხლაძის თქმით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით ხელისუფლება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ დაუშვებს, რადგან ეს საკითხი ბევრი კითხვის დასმისა და გამოძიების ბევრი მიმართულებით წარმართვის შესაძლებლობას იძლევა. მისივე თქმით, ოპოზიციამ ყველა ბერკეტის გამოყენება უნდა სცადოს:

„არანაირი ილუზია არა გვაქვს – მმართველი გუნდი მომხდარის გამოძიებას კი არა, შეკითხვების დასმასაც კი გაურბის. კითხვები ბევრია – რატომ არ არის წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელსაც გვპირდებოდნენ და სამი წლის წინ მზად უნდა ყოფილიყო? რატომ არ იყო გათვალისწინებული აუდიტის სამსახურის, გარემოს დაცვის სააგენტოს და სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და დასკვნები? რამდენად სწრაფად მოხდა რეაგირება? რატომ არ იმუშავეს პირველ ღამეს და რატომ დაიწყეს მუშაობა მეორე და მესამე ღამეს? სად არის მთელი 11 წლის განმავლობაში დაპირებული ვერტმფრენები და რატომ არ მოხერხდა მათი ყიდვა? არსებობს თუ არა შესაბამისი პროტოკოლები, რომელიც ასეთი კრიზისული სიტუაციების დროს მოქმედებს? სად იყო მინისტრთა კაბინეტი 24 საათის განმავლობაში რომ არ ჩანდა? რატომ ვერ შექმნეს საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას ყოველსაათობრივად მიაწვდიდა ან რატომ არ გაკეთდა საინფორმაციო პორტალი, სადაც ყველა ეს ინფორმაცია მოიყრიდა თავს? კითხვები ძალიან ბევრია, მაგრამ არ არის მათზე პასუხები. ჩვენ ვიცით რაც არის ამ კითხვებზე პასუხი – ეს არის “ქართული ოცნების” არაკომპეტენტურობა, გულგრილობა, დაუდევრობა, კორუფცია და ის, რომ მათ არ უყვართ ადამიანები და არ ზრუნავენ მათზე. ერთადერთი რაც მათ უყვართ არის – ფული, ფული და ბევრი ფული”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

იტვირთბა....