ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თუ რიკოთზე წლის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები, ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელოვნურად დააჩქარა პროცესი – ხიდაშელი

თუ რიკოთზე წლის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები, ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელოვნურად დააჩქარა პროცესი – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ინგა გრიგოლიას „დღის ამბებში“ განაცხადა.

“ძალიან სერიოზული პრობლემა არის რიკოთი. ვმუშაობთ ყველა იმ კომპანიასთან მიმართებაში, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში შემოიყვანა ქვეყანამ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. არცერთი კომპანია, ხაზგასმით ვამბობ, რომელიც საქართველოში დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს არ არის სანდო, არ აქვს იმ ტიპის გამოცდილება, იმ ტიპის პროექტები განხორციელებული სხვა ქვეყნებში, რომელიც გაგიჩენდა განცდას, რომ აქ ყველაფერი წესრიგში იქნება.

როგორ ამბობენ, რომ წლის ბოლომდე დასრულდება, ალბათ გაგივლიათ, ამ დღეების განმავლობაში, უბრალოდ თეორიულად შეუძლებელია იქ რაიმე სამუშაოების დასრულებაზე ვილაპარაკიოთ და თუ რეალურად იქ მოხდება, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ ხელოვნურად დააჩქარა პროცესი, რომელიც შეუძლებელია მივიდეს ბუნებრივად ბოლოში,” – ამბობს ხიდაშელი.

იტვირთბა....