ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისში, 5 დღის გაუჩინარებული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს – ფაქტს შვილი მალავდა

ქუთაისში 5 დღის განმავლობაში გაუჩინარებული ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მაშველები დაკეტილ ბინაში 112-ში შესული შეტყობინების შემდეგ შევიდნენ და ადგილზე იმდენად მძიმე ვითარება დახვდათ, რომ ცხედრის გადასვენება სპეციალური ეკიპირებითა და ნიღბებით მოუწიათ. სავარაუდოდ ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, თუმცა მასთან ერთად მცხოვრებმა შვილმა, რომელსაც არსებული ინფორმაციით ფსიქიკური პრობლემები აქვს, ეს ფაქტი დამალა, მეზობლებს კი უთხრა რომ დედა სოფელში იყო წასული. ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღე სადარბაზოში მძიმე სუნი იგრძნობოდა.

“მოვიდა მისი გოგო, კარები იყო დაკეტილი და მეორე ვინც შიგნით იყო, ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, აღარ გაუღო კარი, გამოიძახა ამ დამ მაშველები და პოლიცია. მოვიდნენ და ნახეს ეს ადამიანი საკუჭნაოში შეკუჭული. რა მოხდა არაფერი ვიცი. 5 დღეა არ მინახავს… სოფელშია წასულიო, გუშინ საღამოს ვნახე და ვკითხე” [შვილს] – ამბობს მეზობელი.

წყარო – “მთავარი არხი”

იტვირთბა....