ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ცდილობენ შიში დაამკვიდრონ რომ, თითქოს რიკოთზე რაიმე ხდება…ტელევიზიები იყენებენ ძველ კადრებს” – წერეთელი

ცდილობენ შიში დაამკვიდრონ რომ, თითქოს რიკოთზე რაიმე ხდება…ტელევიზიები იყენებენ ძველ კადრებს – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა განაცხადა.

”ბოლო დღეებია გააქტიურდა რიკოთის უღელტეხილზე ძალიან ნეგატიური განცხადებები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ და სხვადასხვა ადამიანების მიერ. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული განცხადებები არის იმის მანიშნებელი, რომ გარკვეულწილად ცდილობენ დისკრედიტაცია და შიში დაუმკვიდრონ საზოგადოებას იმისა რომ, თითქოს რიკოთის უღელტეხილზე რაიმე ხდება.

მინდა მოგახსენოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩვეულებრივად სამშენებლო სამუშაოები მიდის. გეგმაზომიერად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. გარკვეული მონაკვეთები დაწინაურებულია და წლის ბოლომდე იქნება გახსნილი, შესული ექსპლუატაციაში. ყველა ფერდი, რომელიც რიკოთის უღელტეხილზე იყო, პროექტის შესაბამისად დამუშავდება და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება უსაფრთხო იქნება.”ამბობს წერეთელი

იტვირთბა....