ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ამას ბედავს მთავრობის წევრი მაშინ, როცა ასეთი უბედურება დატრიალდა შოვში” – რას წერს რომან გოცირიძე

[su_quote]27 ივლისს “ევროოპტიმისტებმა” მივმართერთ საკმაოდ ვრცელი სადეპუტატო შეკითხვით ინფრასტრუქტურის მინისტრს რიკოთთან წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით. გავიდა კანონით დადგენილი ვადა და პასუხი არ მიგვიღია. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევა. ამას ბედავს მთავრობის წევრი მაშინ, როცა ასეთი უბედურება დატრიალდა შოვში და მსგავსი მოვლენების გამეორების საფრთხე არსებობს რიკოთის მშენებარე მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიებზეც.

გამომდინარე აქედან, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ვიბარებთ ინფრასტრუქტურის მინისტრს დარგობრივი კომიტეტის პირველივე სხდომაზე[su_quote]

წერს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია “ევროოპტიმისტების” წევრი რომან გოცირიძე.

იტვირთბა....