ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაღუპულია ერთი ადამიანი

ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეულში რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, სოფელ ყიზილაჯლოში, მარნეული-ბოლნისის საავტომობილო გზის მონაკვეთზე “ოპელის” მარკის ავტომანქანა ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო – “მთავარი არხი”

იტვირთბა....