ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

“ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა”

ევგენი პრიგოჟინის ამბოხი ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით მოხდა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეს სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად ჩატარდა, რომლებიც პუტინის მიმართ არ იყვნენ კარგად განწყობილი:

„დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პუტინთან შეთანხმებული სპეცოპერაცია იმ გენერლების გამოსავლენად, რომლებიც არ იყვნენ კარგად განწყობილნი პუტინისა და მისი გარემოცვის მიმართ. გენერლები თანამდებობიდან დაითხოვეს, ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმაა.

უთანხმოება მომავალში გამწვავდება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს უკვე მოხდება ამ წლის შემოდგომაზე ან ზამთარში, რადგან ადამიანების რიცხვი, ვისაც ესმის, სად მიიყვანა ისინი პუტინმა, დღითი დღე უფრო და უფრო იზრდება,“ – აღნიშნა დანილოვმა.

იტვირთბა....