რუსი ოკუპანტების მიერ გასულ ღამეს ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოყვა – დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 12.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ალექსანდრე პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
“მძიმე ღამე ხერსონისთვის. რუსეთის არმიამ განაგრძო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ხერსონის მცხოვრებთა სახლების დაბომბვა”, – განაცხადა ალექსანდრე პროკუდინმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილია 59 წლის ქალი, რომლის საცხოვრებელ კორპუსს საარტილერიო ჭურვი მოხვდა.
დაშავებულებს შორის ორი მეხანძრეა, რომლებიც სალიკვიდაციო სამუშაოების დროს დაშავდნენ.