ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც, ელემენტარული, მომზადებულები” – მამუკა ხაზარაძე რაჭაში მომხდარ ტრაგედიაზე

შოვში, სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას “ლელო-საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ეხმაურება და ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს:

“უკვე მერამდენედ აღმოვჩნდით უსუსურები, თუნდაც ელემენტარულად მომზადებულები, ასეთი სტიქიური ტრაგედიის დროს! ვუსამძიმრებ ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ოჯახებს, იმედია დაკარგულ ადამიანებს მივაგნებთ

21-ე საუკუნეში, რთული რელიეფის და ბუნებრივი სტიქიებით აქტიურ ქვეყანაში, ვერტმფრენის და შესაბამისი ტექნიკის პრობლემა რომ ექნება სახელმწიფოს, იქ სხვა ყველაფერზე საუბარი ზედმეტია. ჩვენ გვყავს არაკომპეტენტური, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული მთავრობა!
სანამ ასეთი ხელისუფლება გვეყოლება, სულ ამ გაუგებრობაში იქნება ქვეყანაც და საზოგადოებაც…
ჩემი მხარდაჭერა მაშველებს!”- ნათქვამია მამუკა ხაზარაძის განცხადებაში.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე ამ დრომდე გრძელდება სამაშველო სამუშაოები. იქ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც დაკარგულ ახლობლებს ეძებენ.

იტვირთბა....