შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა – ამის შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა, რადგან სიბნელეში ვერტმფრენი ვერ განაგრძობს მუშაობას.
ადგილზე მუშაობას განაგრძობს ცოცხალი ძალა.