ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს:
“ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკურმა ბრიგადებმა მოახერხეს და აღუდგინეს ელექტროენერგიის მიწოდება ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლას.
რაჭაში, ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
ამ დროისთვის, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო გადაადგილება შეუძლებელია. შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ხერხდება იქ არსებული ელექტროქსელის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, შოვში ჩამოწოლილ მეწყერს, ბოლო მონაცემებით 2 ადამიანი ემსხვერპლა.