ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ასეა, ცოლს ტყე რანაირად აჩუქა?” – მეზვრიშვილი ღარიბაშვილზე

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“პრემიერმა სუს-ი კორუფციას ებრძვისო🙄. თუ ასეა, ცოლს ტყე რანაირად აჩუქა, ან ორგანიზებული კორუფცია ქოლ-ცენტრების სახით საქართველოში რანაირად მოხდა, ან კორუფციითვის სანქცირებული მოსამართლეები როგორ გვყავს და საერთოდ, კორუფციისთვის გადამდგარი პრემიერი თანამდებობაზე როგორ დაბრუნდა.

სინამდვილეში ქვეყანაში პოლიტიკურ-ელიტური კორუფციული აღებ-მიცემობაა, რაც უდიდეს გავლენას მოახდენს არჩევნებზე.

ამიტომ ვითხოვდით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნას საგამოძიებო ფუნქციით (პროცესი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციიდან დავიწყეთ).

ოცნება აღარაფერს შეცვლის – არჩევნების გაყალბების პროცესში დამოუკიდებელი ინსტიტუტები ბარიერია. თუმცა, არსებობს ხედვა, რომლის რეალიზება ოცნების ცვლილების მერე ქვეყანაში ელიტურ კორუფციას აღმოფხვრის.”

იტვირთბა....