ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილმა გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს – ხაბეიშვილი

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს:

“ივანიშვილმა, გაყიდა ტყეები და არ ვიცით რა ხდება დახურულ ზონებში, ვიცით ის, რომ გაჩეხა იქაურობა, გაზიდა და გაძარცვა – გამომწვევი მიზეზებიც რეალისტურია ეს იყოს.

წლებია, ივანიშვილის კომპანიებსა და კარის ბიზნესმენებს, თვალი და საჭრელი დაზგები აქვთ დადგმული რაჭაში. რუს ოლიგარქს, პუტინისტ ხიდაშელს, რაჭის ტყეების 30 % გადასცა, რომელიც თბილისზე დიდი ტერიტორიაა …

ივანიშვილმა, გაყიდა ვერტმფრენები და ვხედავთ, საგანგებო სიტუაციების დროს პრობლემებს ნაცვლად იმისა, რომ ამ 11 წელიწადში ათობით სამაშველო ვერტმფრენი გვეყიდა, მდიდრდება ღარიბაშვილი, კობახიძე, გომელაური – ზარალდება ხალხი
ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია. ადამიანები საკუთარი ძალებით ცდილობენ დაიცვან საკუთარი თავი, ოჯახის წევრები…”

იტვირთბა....