თვითმხილველმა თქვა 6 მანქანა წაიღოო, ერთ-ერთი მანქანა თავისი მძღოლით წაიღოო – ამბობს ერთ ერთი მოქალაქე შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით.
ინფორმაცია ოფიციალურად დაუდასტურებელია.
“წამიერად მოხდა ყველაფერი, საშინელ ხმა იყო, მოვტრიალდი და მთელი მთა მოდის, სასტუმროს წინ, შენობამ გადაგვარჩინა. ყველაფერი წიაღო მიწამ, მანქანები…მანქანაში რომ ვყოფილიყავით შანსი არ გვქონდა გადარჩენის. სანსეტში იმ მომენტში ვიყავით 38 ადამიანი. გვერდით სახლები იყო და ყველაფერი წაიღო მიწამ, მაგრამ იძახიან რომ გადარჩნენო, ვიცი, რომ კიდევ ეძებენ ადამიანს”, – ამბობს დამსვენებელი “მთავართან”.